"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა ადნან იანუზაიმ განაცხადა, რომ ის არ აპირებს იჯარით წესით სხვა კლუბში გადასვლას და მზად არის, თავისი ადგილისთვის იბრძოლოს.
ეს სეზონი წარუმატებელი გამოდგა ადნანისათვის. 20 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში.
ამ ზაფხულს, ადნანის კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამეთუ კლუბმა მემფის დეპაი შეიძინა და "სპორტინგიდან" ნანი დაბრუნდა, მაგრამ იანუზაი არ აპირებს სირთულეებისთვის თავის არიდებას.
"რა თქმა უნდა, მინდა ვითამაშო უფრო მეტი მატჩი. ამ სეზონში არ მითამაშია ბევრი შეხვედრა, რადგან სეზონი ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მე ყოველთვის ვასრულებ დაკისრებულ სამუშაოს. ზოგჯერ, უნდა მოითმინოთ და გამოიყენოთ თქვენი შანსი, როდესაც იგი მოგეცემათ."
"მე ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავთან, გარდა ამისა ვვარჯიშობ სპორტულ დარბაზშიც, რადგან გავძლიერდე, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია, შენ ვერ გახდები იმპულსურად ძლიერი ერთ თვეში, ამ ყველაფერს დრო სჭირდება" - განაცხადა ადნანმა "ManchesterEveningNews"-თან ინტერვიუში.