"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიუნხენის "ბაიერნს" დანტესა და ბასტიან შვაინშტაიგერის თაობაზე კონკრეტული შეთავაზებები გაუკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის ტიტულს დაეუფლნენ, პეპ გვარდიოლას გუნდს სეზონი წარუმატებლად ეთვლება, რადგან "რეკორდმაისტერმა" ვერც ევროპაში და ვერც შიდა სათასო ტურნირზე მოახერხა თავის გამოჩენა.
ამიტომ, გუნდის გადახალისება იგეგმება და წამსვლელთა კანდიდატებს დანტე და შვაინშტაიგერი წარმოადგენენ, რომელთა თაობაზე, გერმანული პრესის თანახმად, "იუნაიტედმა" შეთავაზებები უკვე გააკეთა.
ლუი ვან გაალმა უკვე აღნიშნა, რომ ნახევარდაცვის სიღრმის გაძლიერებას გეგმავს, ხოლო "იუნაიტედს" ცენტრალური მცველი ნამდვილად სჭირდება.