მიუნხენის "ბაიერნს" ანხელ დი მარია სურს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" მის მიერ გადახდილი სარეკორდი თანხის (£59.7) მიახლოებითი რაოდენობით აღმოფხვრას მოითხოვს.
"ბაიერნი" პსჟ-ს შეუერთდა და ორივე მათგანი არგენტინელი ვინგერისთვის იბრძოლებს.
თუმცა გერმანულ კლუბს უფრო მეტი ფულის გადახდა შეუძლია, ვიდრე ფრანგულს, რადგან პსჟ FFP შეზღუდვების მარწუხებშია მოქცეული.
მიუხედავად იმისა, რომ ანხელმა წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, "იუნაიტედს" დი მარიას გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ "ბაიერნი" შესაბამის თანხას გადაიხდის, "წითელი ეშმაკები" მზად იქნებიან წინადადება განიხილონ.