პრესაში გამუდმებით იწერება ნათანიელ კლაინისა და მორგან შნეიდერლინის შესახებ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ”საუთჰემპტონს” დატოვებს, მაგრამ ”წმინდანების” ბოსი რონალდ კუმანი სიმშვიდეს ინარჩუნებს.
ორივე ფეხბურთელის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ, რადგან ლუი ვან გაალი ზაფხულს დაცვის მარჯვენა ფლანგისა და ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება.
კუმანმა კი მცირე კომენტარი კლაინისა და შნაიდერლინთან დაკავშირებით Sky Sports-ს გაუკეთა.
”ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ვარაუდია რომ ისინი დაგვტოვებენ, ჩვენ არ ვართ პრემიერ ლიგის მაღალი დონის გუნდი”.
”ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და თითქმის ყველა გრანდი ინტერესს გამოთქვამს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ერთი კლუბისგან სერიოზული შემოთავაზება არ გვქონია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას” - დაასრულა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.