"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მეკარე ედვინ ვან დერ სარს მიაჩნია, რომ "წითელმა ეშმაკებმა" საფეხბურთო "წმინდა გრაალს" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით მიაღწიეს.
ჰოლანდიელი, რომელმაც 1995 წელს ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "აიაქსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2008 წლის ფინალში "იუნაიტედის" მესამე ტრიუმფის მთავარი შემოქმედი გახდა, როცა ნიკოლა ანელკას 11-მეტრიანი აუღო.
"ჩემპიონთა ლიგა ის ადგილია, სადაც უნდა იყო. მთელი იმ ფულის გათვალისწინებით, რომელსაც ტურნირი იძლევა, ეს ნამდვილი წმინდა გრაალია.
მხოლოდ მატჩებისგან არ ვიღებდი სიამოვნებას, არამედ მათთვის მზადებისგანაც. პროჟექტორებისა და სველი გაზონის ფონზე ხალხი ყოველთვის დიდი მატჩის მოლოდინში იყო. გარეთ გადიხარ და ხალხის ყვირილი გესმის... საოცარია სავსე სტადიონის წინაშე თამაში მატჩში, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს."
ტურნირზე თავისი საყვარელი მოგონების გახსენებისას, ყოფილმა მეკარემ განაცხადა: "როცა ვინმე ჩემპიონთა ლიგას ახსენებს, მიჭირს 1995 და 2008 წლებში მოგებული თასის გარდა სხვა რამეზე ფიქრი.
"იუნაიტედის" ყოველი ქომაგი, რომელსაც ვხვდები, ყოველთვის მადლობას მიხდის მოსკოვური დიდებული საღამოს გამო. პენალტის აღება და ორი-სამი წამის განმავლობაში გმირად ყოფნა, შენკენ მორბენალი გახარებული ფეხბურთელები - ეს მოგონება არასდროს დატოვებს ჩემს გონებას. იმ ღამის ემოციებს ახლაც კი განვიცდი, როცა ვსაუბრობ."