ლუი ვან გაალმა დასვენების დრო არ დაკარგა და ორშაბათს ღამით მანჩესტერიდან პორტუგალიაში გაემგზავრა.
"ჰალ სიტისთან" გამართული სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ ჰოლანდიელმა მოთამაშეებსა და შტაბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზნის მიღწევა აღნიშნა. ორშაბათს ღამით კი ვალე დო ლობოში თავის ვილაზე დასასვენებლად გაფრინდა.