თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2015, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1975,
კომენტარები: 7
ალვეში მთავარი კანდიდატია
ლუი ვან გაალის მთავარი სამიზნე დანი ალვეში იქნება.
ალვეში მთავარი კანდიდატია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დანი ალვეშის კანდიდატურა თავის საზაფხულო სატრანსფერო სიაში შეიტანა.

რამდენიმე დღის წინ 32-წლის მცველმა განაცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ 6 ივნისის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მიიღებს. ბრაზილიელის ბედი მის ხელთაა, რადგან "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი სწორედ ზაფხულს იწურება.

კატალონიური კლუბი დანის დატოვების სურვილს არ მალავს, თუმცა თავად ფეხბურთელი "ნოუ კამპზე დარჩენას მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ აპირებს.

ფართოდ ცნობილია, რომ მცველის სამსახურით პსჟ ინტერესდება, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს მისი შეძენა.

"დარჩენა მინდა, მაგრამ არა ყველაფრის ფასად. ყოველივე ფულზე არ არის დამოკიდებული, არამედ დაფასებაზეც.

თუ ჩემდამი პატივისცემას არ გამოავლენენ, სხვა კლუბში წავალ. ამ კლუბის წინაშე ჩემი დამსახურების დამცირებას არ შევეგუები. ისე არ მაფასებენ, როგორც ამას ვიმსახურებ,"
- განაცხადა ალვეშმა.

ცნობილია, რომ ბოლო კვირებში "იუნაიტედის" ინტერესი "საუთჰემპტონის" მარჯვენა მცველის, ნათანაელ კლაინისადმი ჩაცხრა და ვან გაალის მთავარ სამიზნედ დანი ალვეში ითვლება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 მაი 2015 11:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბაიერნთან ისევ ძველ დანის ჰგავდა. ზოგადად ყოველთვის კარგი მარჯვენა მცველი იყო და წინ თამაშიც კარგად გამოსდის, დიდი მინუსი და ვალენსიასთან რაც ათანაბრებს ეს არის ჩაწოდება. ტექნიკა არავისზე ნაკლები არ აქვს და სისწრაფეც, თუმცა წლებთან ერთად მოაკლდება. მაინც ახალგაზრდული ვარიანტი მირჩევნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 მაი 2015 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი ჩემი აზრით როცა ახალ გუნდს აშენებ 32 წლის მარჯვენა მცველის მოყვანა ცოტა არარეალურია არააა??? კი ალვეში უდაოდ მაღალი დონის მცველია, მაგრამ ჯობია ისევ ახალგაზრდებზე გავაკეთოთ აქცენტი.

კლაინზე უკეთესი ვარიანტი მგონი არ არის და არ იქნება მისი გადმოყვანა ძნელი...
0
№3
ავტორი: GeorgeBest
27 მაი 2015 11:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარჯვენა ფლანგზე თუ ვინმეს მოყვანა უნდათ კლაინი დადონ
0
№4
ავტორი: Malboro463
27 მაი 2015 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ვან დერ ვილი
0
№5
ავტორი: AkkRed
27 მაი 2015 12:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კლაინი და უოლკერს შეეშვნენ და ამას მიადგნენ? კათარძისს ვხსნით და არ ვიცი?
0
№6
ავტორი: Goginashvili777
27 მაი 2015 17:07
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
კლაინი ან კოულმენი .. ამისთანა რაფაც გვყვავს challenge areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: rene harrison_
27 მაი 2015 17:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
Amistanao? Ras uwunebt ki mara ? Ligaze didi ambiciebi rom gakvt tundac flangze riberys colemani sheacherebs?:D erts rom sheuberavs gadafrindebian ikit arabetshi tkveni gagmertebuli kandidatebi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top