AS-ი ირწმუნება, რომ მადრიდული გუნდი ზაფხულში თავისი დაცვის ცენტრალური ხაზის ფეხბურთელს გაყიდის.
მისით ორი ბრიტანული გრანდი - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ინტერესდება.
გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს იყო მირანდას შეძენასთან და პრესის თანახმად, ფეხბურთელი მანჩესტერში სახლის შეძენასაც კი აპირებდა, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა.
"წითელი ეშმაკები" ცენტრალური დაცვის გაძლიერებას კვლავ გეგმავენ, ჟოაო მირანდა კი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.