ლუი ვან გაალს პრემიერ ლიგის გასვლითი მატჩების უმრავლესობის წინ პატარა გასახდელი ოთახის გამო ტუალეტში უხდება ჯდომა.
MUTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვან გაალმა ინგლისში თავისი პირველი სეზონი მიმოიხილა და განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის გარკვეული ასპექტებით მოხიბლულია, თუმცა არსებობს ისეთი რამ, რამაც იმედი გაუცრუა.
როცა პრემიერ ლიგის ცხოვრებასთან შეგუების შესახებ ჰკითხეს, ვან გაალმა უპასუხა: "შემიძლია გითხრათ დადებითი რამ და შემიძლია გითხრათ უარყოფითიც.
მოდით, უარყოფითით დავიწყებ. ფეხბურთელების გასახდელი ოთახის პირობები, რათა მათი გუნდების მაისურები ჩაიცვან, ყველა სტადიონზე კარგი არ არის.
არც მწვრთნელის ადგილია კარგი, ბევრჯერ ისე ხდება, რომ უნიტაზზე ვზივარ! მაგრამ არა იმიტომ, რომ რამე ვქნა, არამედ იმიტომ, რომ ადგილი არ არის. ამან ნამდვილად გამაკვირვა.
მაგრამ როგორ აღიქვამს ხალხი აქ ფეხბურთს, უბრალოდ დაუჯერებელია და სწორედ ამას ველოდი.
ინგლისში ყოფნა ფანტასტიკურია. ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ფეხბურთი არის ცხოვრება, ცხოვრება არის ფეხბურთი. ასე არ ხდება გერმანიაში, ესპანეთში შედარებით არის, მაგრამ აქ დაუჯერებელია." - განაცხადა ვან გაალმა.