თბილისი:
მანჩესტერი:
26-05-2015, 12:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2260,
კომენტარები: 7
რუნი: "რომ გამეტანა, ყველაფერი შეიცვლებოდა"
უეინ რუნი გაფუჭებულ მომენტეზე საუბრობს.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის სჯერა, რომ მისი გუნდი ძალიან ახლოს იყო ტიტულის მოგებასთან.

2014/15 წლების სეზონი "იუნაიტედმა" მეოთხე პოზიციაზე დაასრულა, თუმცა ექსპერტებსა და სხვადასხვა გულშემატკივარს ეჭვი ეპარება, რომ "წითელი ეშმაკები" მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებენ.

რუნის კი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

"ვფიქრობ, ტიტულთან ახლოს ვიყავით. ვგონებ, პირველი 10-11 ტურის შემდეგ მხოლოდ 13 ქულა გვქონდა. თუ სეზონის დანარჩენ ნაწილს გავითვალისწინებთ, ჩვენც იმდენივე ქულა ავიღეთ, რამდენიც დანარჩენებმა.

ამასთან ახლოს ვართ, ეჭვი არ არსებობს. ამას ჩვენი თამაშითაც ხედავთ, ჩვენს მოწინააღმდეგეებს ვჯობნიდით, ბურთის ფლობაში ვდომინირებდით, უბრალოდ მომენტების გამოყენება უნდა შეგვეძლოს.

"ჩელსის" წინააღმდეგ ჩემი მომენტი რომ გამომეყენებინა, როცა მარცხენა ფეხით ვურტყამდი, მატჩი სულ სხვაგვარად განვითარდებოდა და დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ - სეზონის ბოლოსკენ ქულათა სხვაობა უფრო ნაკლები იქნებოდა.

ჩვენი კოლექტივი, მე და მწვრთნელი დარწმუნებულნი ვართ, რომ ტიტულთან ახლოს ვართ და ზაფხულში ერთი-ორი ახალწვეულის დამატებით ტიტულის მოგებისთვის კარგი შანსები გვექნება,"
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Daley Blind
26 მაი 2015 12:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
შრეკ <3 კიდევ იმსახურებ ჩემპ.ლიგას ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№2
ავტორი: AkkRed
26 მაი 2015 13:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაპიტნის სამკლაურით კაცმა უნდა აწიოს თასი
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 მაი 2015 14:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტიტულისგან ძალიან შორს იყო გუნდი და ეხლა ესეთების ლაპარაკი კაი დროსია. არაა სტაბილურად მოთამაშე სასტავი, ვერ უქაჩავენ ამ ავტობუს გუნდებს და სანამ ესე იქნება სულ ოთხეულისთვის იბრძოლებენ. ჩელსი იმსახურებდა წელს ტიტულს და არამგონია ვინმეს ხელი შეეშალა
0
№4
ავტორი: Berba 9
26 მაი 2015 14:33
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ყველაფერს ვერ გამოიყენებ, ეგ არაფერი, ჯერ-ჯერობით იყოს მეოთოხე ადგილი, შემდეგი სეზონიდან კი ველოდებით ძალიან ძლიერ იუნაიტედს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: rene harrison_
26 მაი 2015 16:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
Rooneys centrshi kopna es igivea rojo gaushva tavdasxmashi. Cudia kapitano rom aseti arastabiluri sezoni gwmogivida da imedia centrshic migvardeba probkemebi da shen isev chveulebriv atiani ikbebi da wels chelseastan shansi ar gvkonda aranairad da isev chven gamo
0
№6
ავტორი: Rooni
26 მაი 2015 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Momdevno wels chvenia tituli. Imedia ligac
0
№7
ავტორი: Mufc7
28 მაი 2015 11:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა იქნებოდა,მაგას აზრი არ აქვს. მთავარია, რას ვიზამთ მომავალში,იმაზე იფიქრონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top