მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა ანტონიო ვალენსიამ ოპერაცია გაიკეთა.
"ჰალ სიტისთან" სეზონის ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ ვალენსიამ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც საავადმყოფოს ქირურგიულ საწოლში მწოლარე ეკვადორელია ასახული.
"მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობ," - დაპოსტა ვალენსიამ, სანამ მეორე ფოტოს გაავრცელებდა.
ანტონიომ 2014/15 წლების სეზონში მხოლოდ ორჯერ მიიღო ტრავმა და სხვა შემთხვევებში ლუი ვან გაალის გუნდში რეგულარულად ხვდებოდა.
თავის მეშვიდე სეზონში ეკვადორელმა 34 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ დავიდ დე ხეასა და უეინ რუნის ჩამორჩება.