„მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი "ნიუკასლთან" ჩატარებული მატჩში მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დარჩა.
„ვფიქრობ, ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო ჯონი ევანსის ავტოგოლის ჩათვლა. თუ დააკვირდებით ამ ეპიზოდს კიდევ ერთხელ, დაინახავთ , რომ იქ თამაშგარე იყო , გარდა ამისა , მოწინააღმდეგემ ევანსი ხელით დაიჭირა. თუ ეს არ არის ხელის შეშლა და შეფერხება მაშინ რა არის ხელის შეშლა ?
დეკემბერი - ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ წინა ტურში „სუონსის“ წინააღმდეგ (1:1) და ჩვენ ამ მატჩის იმედზე ვიყავით . ეს იყო ნამდვილი ჩემპიონატის მატჩი.“