"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ჯი სუნ-პარკი აცხადებს, რომ მემფის დეპაის წადილი - გახდეს საუკეთესო - მას კრიშტიანუ რონალდუს ახსენებს.
პარკმა დეპაისთან ერთად პსვ-ში მეორედ ასპარეზობის შემდეგ ითამაშა და ჰოლანდიელში კრიშტიანუ რონალდუსთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინა.
"ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია - მხოლოდ 21 წლისაა - მაგრამ მასთან ერთად მითამაშია და მას უდიდესი პოტენციალი აქვს: აქვს ძალა, უნარები, პასის გაკეთება იცის.
ხალხი ამბობს, რომ დეპაი კრიშტიანუ რონალდუს ჰგავს და ეს წარმომიდგენია, რადგან მასთან ერთადაც მითამაშია. დეპაის ნამდვილად აქვს სურვილი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და "იუნაიტედი" ამაში დაეხმარება. მისთვისაც და კლუბისთვისაც კარგი შეთანხმება შედგა და დარწმუნებული ვარ, ჩვენთან თავის შესაძლებლობებს აჩვენებს."