თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2015, 17:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2875,
კომენტარები: 6
ხუან მატას გამოსამშვიდობებელი ბლოგი
მატა ჯერარდს, ლამპარდსა და დროგბას დაემშვიდობა.
ხუან მატას გამოსამშვიდობებელი ბლოგი
სალამი ყველას!

ეს ჩემი ბოლო ბლოგია ამ სეზონში და მომდევნომდე გემშვიდობებით. იმედი მაქვს, ამ კვირით ისევე ისიამოვნეთ, როგორც მე. იცით, კარგ დროში... და ცუდშიც ასევე. სეზონის დასასრული სხვადასხვა ემოციებით შერწყმული გამოდგა. ზოგ მატჩში ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, განსაკუთრებით ჩვენი მთავარი კონკურენტების წინააღმდეგ და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეორეს მხრივ, იყო პერიოდი, როცა საკმარისად კარგები არ ვიყავით, რათა ტიტულისთვის გვებრძოლა და რამდენიმე მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. თუმცა კლუბის მთავარ მიზანს მივაღიწეთ: ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება გვაქვს (თუმცა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გადავლახოთ), მაგრამ ეს გუნდი მუდამ ტიტულებისთვის უნდა იბრძოდეს, ამისთვის კი ზაფხულის შემდეგ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. თქვენ სწორედ ამას იმსახურებთ.

სეზონის ბოლო მატჩი ფრედ დავასრულეთ "ჰალის" წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივი გუნდი დაქვეითდება. კარგი არ არის გვერდიდან ასეთი რამის გამოცდა, თანაც ეს პირველად არ მინახავს. როგორც გითხარით, ამ მატჩს სრული პროფესიონალიზმით მივუდექით და გამარჯვებას ვეცადეთ. საბოლოოდ, ჩვენმა ფრემ და "ნიუკასლის" გამარჯვებამ "ჰალი" პრემიერ ლიგის მიღმა დატოვა. მათ გულშემატკივარს მხარდაჭერას ვუგზავნი - იმედი გვაქვს, პრემიერ ლიგაში დაბრუნებულებს გიხილავთ. ამავდროულად, "ნიუკასლის" რიგებში ხონას გუტიერესის გოლი ცხოვრებისა და რეალური პრობლემების გადალახვის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება.

ჩვენს მატჩში, ჩემი მეგობარი ვიქტორ ვალდესი "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. მისთვის დიდებული გამოცდილება და ყოველკვირა სავარჯიშო მოედანზე მისი შრომის ჯილდო იყო. მწვერვალი კი ის იყო, რომ რამდენიმე სეივი განახორციელა და დიდებული მატჩი ჩაატარა.

პირადი თვალსაზრისით, მე 2,420 წუთი ვითამაშე, 10 გოლი გავიტანე და 4 საგოლე გადაცემა გავაკეთე. კარგი ციფრია, მაგრამ როგორც ყოველთვის, ვეცდები წლიდან წლამდე გავუმჯობესდე fellow. იმედი მაქვს, გოლების გატანასა და საგოლე პასების კეთებას გავაგრძელებ, რათა გუნდს დავეხმარო.

პრემიერ ლიგის სეზონის ბოლო კვირას რამდენიმე დამაგვირგვინებელი ეპიზოდი ვნახეთ და ზოგი მათგანი გასაოცარი იყო. მაგალითად სტივენ ჯერარდის. ფეხბურთის ისტორიაში მისი წვლილის გამო წინა კვირას აღვნიშნე. იგივე შეიძლება ითქვას ფრენკ ლამპარდის შესახებ, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თანაგუნდელისა და ადამიანის შესახებ, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე. ის ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ შეერთებულ შტატებში და მადლობას ვუხდი ჩემი დახმარებისთვის. არ დამავიწყდა არც კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელი და ყოფილი თანაგუნდელი, დიდიე დროგბა, რომელიც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო და ყველა მხრივ დიდებული ადამიანი. ამდენი ლეგენდის წასვლით ინგლისური ფეხბურთის კარგი ნაწილიც მიდის.

დამშვიდოდებას ვიწყებ... ახლა დროა გავითიშოთ, დავისვენოთ და ძალები აღვიდგინოთ, რათა კარგი მომდევნო სეზონი ვიქონიოთ. შეერთებულ შტატებში ტურნეზე შევხვდებით. გასულ ზაფხულს ფანტასტიკური გამოცდილება მივიღეთ და იმედი გვაქვს, რამდენიმე თვეში იმავეს გავიმეორებთ.

გმადლობთ თქვენი მხარდაჭერისთვის თითოეულ მატჩში, ამ სპორტს თქვენ სძენთ სიდიადეს და თქვენით ვამაყობთ. მოუთმენლად ველოდებით ერთად დიდებული რამეების მიღწევას. ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ.

გეხვევით! ხუანი.

წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 მაი 2015 17:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როგორც "იუნაიტედის" ფანი, ამას არ უნდა ვამბობდე, ალბათ, მაგრამ ლამპარდს შეეძლო არ დაბრუნებულიყო პრემიერ ლიგაში. მესმის, რომ მოუმ მოისროლა, მაგრამ იგივე არ გაუკეთებიათ ფანებს. მაინც უყვარდათ ლამპარდი, ახლა კი მათი დამოკიდებულება შეიცვალა. ნუ, ყველასი არა, მაგრამ უმრავლესობის. არსებობს სხვა რამეც, ფეხბურთელს უნდა დაამტკიცოს, რომ მისგან ტყუილად გაითავისუფლეს თავი და პრემიერ ლიგაში ისევ შეუძლია თამაში, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამისთვის დაბრუნა ლამპარდი, მაგრამ ამაში ისედაც არავის ეპარებოდა ეჭვი და არც არავინ გააკრიტიკებდა, ასეთ ასაკში რომ ვერ ეთამაშა.

ნუ ჩემთვის სულერთია, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ. იგივე რომ ოდესმე ჩვენს ლეგენდას გაეკეთებინა, მგონი მეც შემერყეოდა თბილი დამოკიდებულება მისდამი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
25 მაი 2015 18:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მართლაც რომ რა ფეხბურთელები აკლდება ინგლისს
0
№3
ავტორი: rene harrison_
25 მაი 2015 18:48
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
Xuanito imedia sheni blogebit momdevno sezonshic visiamovneb ds imedia ar gadawkvets xelmdzgvsneloba shen gakidvas es aramiznobrivi ikneba tumca imden shemtevebze midis laparaki sashishia vinme ar sheewiros am droindeli gundidan..mokled warmstebebi. Shexvedramde!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
25 მაი 2015 20:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სეზონს რო გადავხედო ძალიან ბევრი კარგი მომენტიც იყო და მთლად უარყოფითადაც არ შევაფასებ. გრანდებთან ესეთი თამაში და ესეტი მოგებები უფრო სასიხარულოა ჩემთვის ვიდრე მესამე ადგილის ან მეორეს დადება. შარშანდელი ჩავარდნის მერე საჭირო იყო მაგათი გაჩერება
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 მაი 2015 22:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
წლევანდელ სეზონში 10 ბალიანი სისტემიდან 8 შენ ხუანიტო love
0
№6
ავტორი: temo-scholes
27 მაი 2015 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
martlac umagresi fexburtelebi daakldeba premierligas, taviseburi eshxi...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top