კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე მომდევნო სეზონის მოლოდინშია და ყურადღება მთლიანად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს გადატანილი.
"წითელმა ეშმაკებმა" სეზონი "ჰალ სიტისთან" უგოლო მატჩში დაასრულეს, რის შემდეგაც "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
უკანასკნელ 6 შეხვედრაში ვან გაალის შეგირდებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს და სმოლინგი პირობას დებს, რომ გუნდი მომდევნო სეზონში ფრო გაძლიერდება.
"ვფიქრობ, სეზონის დასასრული შეიძლებოდა უფრო ძლიერი ყოფილიყო და ასეც უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით იმ მატჩებში, სადაც საუკეთესო თამაშს ვაჩვენებდით. მაგრამ ეს აჩვენებს ზღვარს და თუ შანსებს ვერ იყენებ, მაშინ მატჩებში აუცილებლად დაისჯები.
თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას და ეს სტიმულს გვაძლევს, რომ წინასასეზონო ტურნედან გაძლიერებული დავბრუნდეთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე გვიწევს გასვლა, ამიტომ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ".