"მანჩესტერ იუნაიტედი" რადამელ ფალკაოს გამოსყიდვის უფლებით არ ისარგებლებს.
კოლუმბიელი ფორვარდი ხვალ მთავარ მწვრთნელს გაესაუბრება.
თუმცა ვან გაალმა BBC-სთან საუბრისას უკვე დაადასტურა, რომ 29-წლის ფორვარდი, რომელმაც 29 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა, "ოლდ ტრაფორდზე" აღარ დარჩება.
კოლუმბიელმა კვირას "ჰალ სიტის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გამოტოვა, რის შემდეგაც ვან გაალმა განაცხადა: "ერთი დღე კიდევ გვაქვს, მინდა რაღაც ვუთხრა."
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე კი გამოქვეყნდა ვან გაალის შემდეგი კომენტარი: "ფალკაო უმაღლესი კლასის პროფესიონალი და კარგი ადამიანია. ჩემი და კლუბის და სხვა წევრების მხრიდან, მინდა მას ძალიან კარგი მომავალი ვუსურვო".