თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2015, 21:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2003,
კომენტარები: 7
ვან გაალი სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ
ლუი ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალი სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ
რთული იყო "ჰალის" წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობისთვის მიღწევა?

ვფიქრობ, ეს თავადაც ნახეთ. განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა - არასდროს მინახავს გავარდნის პირას მყოფი გუნდის გულშემატკივარი, რომელიც ბოლომდე უჭერდა მხარს საკუთარ კლუბს. მათი გულშემატკივარი და მოთამაშეები ძალიან პოზიტიურები იყვნენ, რამაც ხელი შეგვიშალა მათ მოტივაციასა და აგრესიასთან გატოლებაში. ისინი გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ჩვენ კი სეზონის კარგ ნოტაზე დასრულებისთვის. სწორედ ამან გაართულა ყველაფერი. სამაგიეროდ კიდევ ერთი "მშრალი" მატჩი ჩავატარეთ, თანაც სხვა მეკარით. საბოლოოდ კი ამ მატჩს აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რადგან "ნიუკასლმა" მოიგო, რაც ნიშნავდა, რომ ყველამ შეასრულა თავისი სპორტული ვალდებულებები.

რადგანაც ვიქტორ ვალდესს ასე კარგად იცნობთ, არ გაგიკვირდებოდათ, რომ ასეთი კარგი სეივები განახორციელა...

არა, ის ძალიან სწრაფი და ფეთქებადია. ხაზზე კარგად თამაშობს, ამიტომ ეს მისი თამაში იყო. მაგრამ პირველ ტაიმში ერთხელ დაკარგა ბურთი და გოლი გაიტანეს, ასე რომ, ძალიან გაუმართლა, რომ თამაშგარე დაფიქსირდა.

მარუან ფელაინის გაძევებასთან დაკავშირებით რამე პრეტენზია გაქვთ?

სკამიდან არ დამინახავს, მაგრამ წითელი ბარათი უნდა ყოფილიყო, რადგან მოთამაშე შვიდი წუთის განმავლობაში ვერ წამოდგა ფეხზე. ამის შემდეგ გააგრძელა, ამიტომ ყველაფერი ისე ცუდად არ იყო, როგორც ყველას ეგონა, ფელაინი კი ძალიან სულელურად მოიქცა. შემდეგი სეზონის დაწყებას ვერ მოახერხებს (რადგან სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს). ეს კი ძალიან ცუდია ფეხბურთელისთვის, ისევე როგორც, მწვრთნელისა და გუნდისთვის. მისთვის კი ყველაზე ცუდია, რადგან ეს სეზონიც ვერ დაიწყო ძირითად შემადგენლობაში.

რა პრობლემა შეექმნა ანხელ დი მარიას, რომელიც ტრავმის გამო გავიდა?

დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი, ბარძაყში უნდა ჰქონდეს პრობლემა, ამიტომ გარისკვა და გაგრძელება არ ისურვა. ვფიქრობ ჭკვიანურია, მისი მხრიდან ბრძნული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, არა მგონია, მძიმე ტრავმა იყოს - უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 მაი 2015 22:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფელაინის უხეშად თამაშის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება, მაგრამ ძირითადად ხელებს იქნებს ხოლმე. დღეს კი ზედმეტი მოუვიდა. დი მარიას მინდოდა ბოლომდე ეთამაშა და მაინცდამაინც ტრავმა აიკიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
24 მაი 2015 22:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Mogebit gvindoda sezonis dasruleba:/
0
№3
ავტორი: GeorgeBest
25 მაი 2015 00:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარია შუშისაა მართლა. მომავალ წელსაც სულ ესე იქნება რა შეიცვლება. პატარა მხრის მირტყმა და ძირს გდია ტიპი, ან მუცელს იტკიებს ან ფეხი ტყდება რავი

ფელაინიმ კარგად ივაჟკაცა დღეს
0
№4
ავტორი: abrama
25 მაი 2015 08:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
General,
დეხეა გავიხსენოთ თავიდან როგორი სუსტი იყო და როგორ უჭირდა თამში, მაგრამ მერე ივარჯიშა და ყველაფერი კარგად წავიდა. 3 თვე აქვს დიმკა ივარჯიშებს კარგად და ჩადგება ფორმაში, გაშვებით, რა თქმა უნდა, არ გაუშვებენ
0
№5
ავტორი: temo-scholes
25 მაი 2015 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
dimka uechveli unda darches da momdevno sezonshic tu igive ichalicha wava... Ai felainze ver getyvit ra...:D
0
№6
ავტორი: Count Alucard
25 მაი 2015 13:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დი მარიას სირბილი დაეზარა და გაყვანა მოითხოვა... ფსიქოლოგიურად ძალიან გატეხილია და ცუდად აისახება მის თამაშზე. ფელაინიზე არაფრის თქმა არ ღირს ხეა მაინც.
0
№7
ავტორი: AkkRed
25 მაი 2015 14:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფელაინმა და იანგმა არსად წავსულვართო? ისევ ისინი ვართო? lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top