დეილი ბლინდი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პრემიერ ლიგის შესახებ პირველივე სეზონში ბევრი რამ ისწავლა.
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, რომელმაც 28 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, გულშემატკივართა სიყვარული უკვე მოიპოვა ნახევარდაცვასა და მარცხენა მცველის პოზიციაზე კარგი თამაშით.
"ჩემთვის კარგი სეზონი გამოდგა. შევეცადე, "მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან სწრაფად ჩავწერილიყავი. მინდოდა, რაც შეიძლება მალე მეგრძნო თავი ისე, როგორც სახლში და გუნდი ამაში ძლიერ დამეხმარა. ვფიქრობ, თავი გავართვი. სეზონის ბოლოს იყო რამდენიმე მატჩი, სადაც გამიჭირდა, მაგრამ ყოველთვის ბევრს ვშრომობდი, განსაკუთრებით დასაწყისში, ზამთრამდე. ჩემი თავი ვიპოვე და მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში გამიჭირდა. თუმცა გრძელი სეზონი გამოდგა.
სეზონის განმავლობაში ბევრ რამეს სწავლობ. მაგალითად, მივხვდი, რამდენად დიდია ეს კლუბი და რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივარი. სახლში თუ გასვლაზე, ისინი ყოველთვის გვიჭერენ მხარს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია."
როცა ჰკითხეს, პირველ სეზონში ყველაზე მეტად რისგან მიიღო სიამოვნება, ბლინდმა სწრაფად ახსნა: "ოლდ ტრაფორდზე თამაშისგან. ეს ყოველთვის მსიამოვნებს, როცა გვირაბს გავივლი და მოედანზე გავალ. განსაკუთრებით, "ლივერპულის", "არსენალისა" და "ჩელსის" მსგავსი დიდი გუნდების წინააღმდეგ. "ლივერპულთან" გასვლით მატჩშიც ვისიამოვნე. საერთოდ, პრემიერ ლიგის ატმოსფეროსგან ვიღებ სიამოვნებას."