პარკ ჯი-სუნგი ბოლო ფეხბურთელია, რომელიც 14 ივნისს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდათა შემადგენლობაში "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაასახელეს.
კორეელთა ფავორიტმა ფეხბურთელმა 2005 წლიდან 2012 წლამდე "იუნაიტედის" რიგებში 200 მატჩი ჩაატარა, 13 ტიტული მოიგო და 2009 წელს პირველი აზიელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
პარკი თავისი ყოფილი თანაგუნდელების რიცხვს შეემატება და ედვინ ვან დერ სართან, პოლ სქოულზთან, იაპ სტამთან, ენდი კოულთან, დუაით იორკსა და ლუი საასთან ერთად ითამაშებს. თუმცა, ჰარგრივსი, რომელსაც ორივე გუნდის რიგებში უნდა ეთამაშა, მატჩში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს.
"არასდროს ველოდი, რომ "ოლდ ტრაფორდზე" კვლავ ვითამაშებდი, მაგრამ ხანდახან კარგი რამეები ხდება. უკან დაბრუნება პატივი იქნება.
როცა პსვ-ში დავბრუნდი, ედვინსა და ვან ბომელს შევხვდი, რაც კარგი იყო. მაგრამ საა მას შემდეგ არ მინახავს, რაც "იუნაიტედი" დატოვა, ამიტომ მოუთმენლად ველოდები მასთან და სხვა ბიჭებთან შეხვედრას.
დიდებული იქნება მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაში - ეს მთელ მსოფლიოში ცნობილი უდიდესი კლუბია. ჩემთვის და გულშემატკივართათვის ამაღელვებელი თამაში იქნება."
"მანჩესტერ იუნაიტედის" სრული შემადგენლობა:ედვინ ვან დერ სარი, რაიმონდ ვან დერ გოუვი; რონი იონსენი, იაპ სტამი, ფილ ნევილი, დენის ირვინი, დიონ დაბლინი, კლეიტონ ბლექმორი, ლი მარტინი; ბრაიან რობსონი, ქუინტონ ფორჩუნი, იესპერ ბლომქვისტი, პოლ სქოულზი, რასელ ბირდსმორი, ბენ თორნლი, ჯი-სუნ პარკი; ენდი კოული, დუაით იორკი, ლუი საა, ენდი რიჩი.