პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უარი თქვა "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, კონტრაქტის თანახმად რონალდო მადრიდში კიდევ 2 წელი დარჩება, რის შემდეგაც ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა იტყობინება, "რეალის" მესვეურებმა კრისტიანო რონალდოს კონტრაქტის გახანგრძლივება 2018 წლამდე და ხელფასის 15 მილიონით გაზრდა შესთავაზეს, მაგრამ პორტუგალიელმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რონალდო აქამდეც გამოთქვამდა სამეფო კლუბში დისკომფორტზე.ამ დისკომფორტს კი ესპანური პრესა თავის თანაგუნდელებს უკავშირებს.
კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი, მადრიდელთათვის ერთგვარი ნიშანია, რადგან თუკი კლუბი 2015 წლამდე არ გაყიდის რონალდუს, მისი უფასოდ დათმობა მოუწევს. ცხადია, ეს "სამეფო კლუბის” გეგმებში არ შედის, რადგან 2009 წელს, პორტუგალიელის სანაცვლოდ, "მანჩესტერ იუნაიტედს” ესპანელებმა 94 მილიონი ევრო გადაუხადეს. ცნობისათვის, 27 წლის რონალდუმ მადრიდელთა მაისურით 170 მატჩი ჩაატარა და 169 გოლს მოუყარა თავი.
რონალდოთ ამჟამად დაინტერესებულია "პსჟ" და მისი ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი".