ჰოლანდიელი თავდამსხმელით აზიური კლუბი ინტერესდება.
ხუთშაბათს, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი შეხვდა თავის აგენტს, რათა სამომავლო გეგმები განეხილათ.
რობინს "იუნაიტედთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სეზონი ჰქონდა ჰოლანდიელს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვან გაალი თავის თანამემამულეს სეზონის ბოლოს გამოეთხოვება.
Daily Mirror-ის თქმით, 31-წლის ვან პერსი მზად უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში, რამეთუ ვან გაალი მას კარისკენ მალე მიუთითებს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ვან პერსი და მისი აგენტი ხუთშაბათს სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერსი მოლაპარაკებებს გამართავს "იუვენტუსთან" და "რომასთან", თუმცა ამ კლუბების რიცხვს მიემატა "ფენერბაჰჩე" და "გალათასარაი", რომლებიც აქტიურად ცდილობენ პერსის გადაბირებას. ბოლო დროინდელი ჭორების მიხედვით, ვან პერსით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა, საუბარია ყატარულ კლუბ "ლეხვიზე", რომელიც პერსისთან თანამშრომლობას სამი წლით გეგმავს და ხელფასის სახით ჯამში 18 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.
წყარო:
fapl.ru