მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოხვდა, შეუძლია, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი.
გამოცემა Kicker-ი ამტკიცებს, რომ ლუი ვან გაალს, რომელიც გერმანელ ფეხბურთელთან ერთად "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, სურს შვაინშტაიგერი თავის გუნდში იხილოს.
"იუნაიტედი" მზადაა 10 მლნ. ფუნტი გადაიხადოს, გვარდიოლას კი არ სურს გამოცდილი ნახევარმცველის დაკარგვა, მაგრამ მზად არის წასვლის სურვილის შემთხვევაში კლუბის დატოვების საშუალება მისცეს.
"ჩემი სამომავლო გეგმა მოიცავს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი აქ უნდა იყოს. ის "ბაიერნის" ლეგენდაა. მაგრამ თავისი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტოს და არა პეპმა ან კარლ-ჰაინც რუმენიგემ. თუ აქ ორი-სამი წლით დარჩენა სურს, ამას შეძლებს", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერი "ბაიერნში" 1998 წლიდან იმყოფება, როცა მიუნხენში 14-წლის ასაკში მივიდა, მას შემდეგ კი რვაჯერ მოიგო ბუნდესლიგა.