გამოცემა Het Laatste Nieuws ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 16-წლის კიპერ ილიას მოუტა-სებტაუის 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ითვლებოდა, რომ ფეხბურთელის შეძენაში უკანასკნელ მომენტამდე ფავორიტი ლონდონის "ჩელსი" იყო, მაგრამ "იუნაიტედმა" კონკურენტს აჯობა. მოუტა-სებტაუის ადრე მიწვევა "ნიუკასლისგანაც" მიუვიდა.
ახალგაზრდა ბელგილი 18-წლამდელთა გუნდს შეუერთდება, სადაც ძმებ ინდი და ზეპ ბონენამთან ერთად ითამაშებს, რომელთაც ასევე მცირე ხნის წინ შეავსეს აკადემიის რიგები.