ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მან ნამდვილად ისიამოვნა თავისი პირველი სეზონით "მანჩესტერ იუნაიტედში" და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც გაიხსენა.
სეზონის ბოლო პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას, ვან გაალს სთხოვეს "იუნაიტედში" გატარებული პირველი წლის გამორჩეული მომენტები გაეხსენებინა. გულშემატკივრის მიმართ კი კიდევ ერთხელ გამოხატა აღფრთოვანება.
"ყველაზე დასამახსოვრებელი აშშ–ს ტურნე იყო. ჩვენ მოვიგეთ ყველა მატჩი ამ შეჯიბრზე, თანაც შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა გვყავდა" – აღნიშნა ვან გაალმა.
"დასამახსოვრებელი იყო სახლში მოპოვებული გამარჯვებებიც "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, რადგან ეს გულშემატკივრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია."
"ჩვენი საუკეთესო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა იყო, ხოლო საუკეთესო გასვლით მატჩად, მიუხედავად შედეგისა, "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა უნდა დავასახელო."
ვან გაალმა ის მატჩებიც დაასახელა, რომლებიც სულ სხვაგვარად სურდა განვითარებულიყო.
"ლესტერის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრაში, ვფიქრობ, მთავარმა არბიტრმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს მარცხში.