ანდერ ერერა კმაყოფილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი საუკეთესო თამაში იპოვა, მაგრამ გვპირდება, რომ მომდევნო სეზონში უკეთეს ფორმაში მყოფი დაბრუდნება.
"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული პირველი სეზონის განმავლობაში ესპანელმა 8 გოლი გაიტანა, მათ შორის "იოვილის" წინააღმდეგ გატანილი ბურთიც, რომელიც წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
ერერა ამბობს, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარი მას ძლიერ დაეხმარა და მომდევნო სეზონში უფრო გაზრდილი და განვითარებული დაგვიბრუნდება, როგორც ფეხბურთელი.
"უდიდეს კლუბში მოვედი და ყველამ ისე მიმიღო, თითქოს სახლში ვიყო, ამიტომ მოხარული ვარ მათ გამო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი გულშემატკივარი ფანტასტიკურია, თავს დაუჯერებელად მაგრძნობინებდნენ. როცა კარგად ვერ ვთამაშობდით, მხარს მაინც გვიჭერდნენ, ამიტომ მათი მადლიერი ვარ.
რთული სეზონი გვქონდა კლუბსა და გუნდში მრავალი ცვლილებით, მაგრამ ჩემი განვითარებით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, მინდა გაუმჯობესება გავაგრძელო, მაგრამ ნახევარმცველისთვის რვა გოლი კარგი სტატისტიკაა. ამბიციური ფეხბურთელი ვარ და გუნდში 25 მოთამაშეა, ამიტომ თუ თამაში მინდა, ამისთვის უნდა ვიბრძოლო.
ზაფხულს ესპანეთში გავატარებ, რადგან ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ოჯახი მენატრება. მინდა მომდევნო წელს უფრო ძლიერი ვიყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ოჯახსა და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები, გამაძლიერებენ."