პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
დავიდ დე ხეა ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" მოედანზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოზიციაზე მცირეწლოვან ასაკში მოვიდა და იმის გათვალისწინებით, როგორ დაიმკვიდრა მან თავი პრემიერ ლიგაში, "იუნაიტედს" დიდი დანაკარგის გადატანა მოუწევს.
დე ხეა 20-წლის იყო, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მოვიდა და იმ დროს ძალიან მეპარებოდა ეჭვი, რომ "იუნაიტედის" კარის დაცვას შეძლებდა. სუსტად გამოიყურებოდა, მისმა თავდაჯერებულობამ ნაადრევად მიიღო დარტყმა და ამის გამო დრო დასჭირდა, სანამ "იუნაიტედში" თავს კომფორტულად იგრძნობდა. ახლა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის დასრულების სტადიაშია და როგორც ჩანს, "იუნაიტედი" მას დაკარგავს.
ასეთი პრობლემა ყოველთვის ჩნდება, როცა სხვა ეროვნების ახალგაზრდა ფეხბურთელს იძენ - რაღაც ეტაპზე სახლში დაბრუნება სურთ. არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მოხვედრის შემდეგ არც ერთ სხვა კლუბს არ გირჩევთ, მაგრამ თუ უკეთესობა გსურთ, მადრიდის "რეალში" ან "ბარსელონაში" გადასვლას გირჩევთ.
როგორც ჩანს, "რეალი" დე ხეაზე გიჟდება და არც თავად დავიდია გადასვლის წინააღმდეგი. თანაც რა შენაძენი იქნება, ის ხომ მხოლოდ 24 წლისაა. დავიდს შეუძლია მათი მეკარე მომდევნო 10 წლის განმავლობაში იყოს, თუმცა ამ ტრანსფერის შესახებ რამდენიმე გამაფრთხილებელ სიტყვას მაინც ვიტყვი.
მეჩვენება, რომ იკერ კასილიასი ჯერ არ არის მზად "რეალის" ნომერ პირველი მეკარის პოზიცია დათმოს და რთულად თუ წარმოიდგენ უფრო წარმატებულ, კარგ მეკარეს, ვიდრე ადამიანს, რომელმაც კლუბისა და ნაკრების რიგებში ყველაფერი მოიგო. "იუნაიტედში" დავიდი ეჭვგარეშე ნომერ პირველია. ის უყვარს გულშემატკივარს და აფასებენ თანაგუნდელები. არა მგონია, ასევე იყოს მადრიდში.
როცა 2008 წელს "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუს პირველად მოაკითხა, თუმცა ვიცოდი, რომ მისით მანამდეც ინტერესდებოდნენ, სერ ალექს ფერგიუსონმა კრიშტიანუსთან ერთად კიდევ ერთი წლის გატარება ითხოვა. ახლა კი კითხვა მდგომარეობს იმაში, გააკეთებს თუ არა "იუნაიტედი" იმავეს ამჯერად. რთული საკითხია, რადგან დე ხეა დიდი ალბათობით წავა და თანაც ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე უკვე არის მისი პოტენციური შემცვლელი, რომელიც როგორც მინიმუმ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იდეალური კანდიდატი იქნება.
თუ დე ხეა წავა, "იუნაიტედმა" პეტერ ჩეხი უნდა შეიძინოს. მახსოვს ეფექტი, რომელიც ედვინ ვან დერ სარმა 2005 წელს მოსვლის შემდეგ მოახდინა. პეტერ შმეიხელის შემდეგ "იუნაიტედი" მბრძანებელი მეკარის პოვნას ვერ ახერხებდა. ფაბიენ ბარტეზი ყველაზე ახლოს იყო მათ შორის, ვინც გვყავდა. ედვინი კი უკვე მზა მოვიდა. მას მოგებული ჰქონდა ჩემპიონთა ლიგა, "ფულჰემთან" პრემიერ ლიგაში თამაშის 4-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და საბოლოოდ ჩვენმა მწვრთნელმა მისგან წარმატებული 6 წელიწადი მიიღო.
ედვინი დაახლოებით 35 წლის იყო, როცა "იუნაიტედს" შეუერთდა. ჩეხი კი სადაცაა 33-ს გახდება. მას შეუძლია "იუნაიტედში" 6 წელი ითამაშოს. "იუნაიტედს" დე ხეას დაკარგვა არ ენდომება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღებია.
საუკეთესო მეკარე, რომელთან ერთადაც "იუნაიტედში" მითამაშია, პეტერ შმეიხელია. ვარჯიშებზე ფენომენალური იყო, რომ არაფერი ვთქვათ მატჩებზე. მას უბრალოდ არასდროს სურდა გოლის გაშვება და ყველაფერს აკეთებდა, რათა შეეჩერებინე. როგორც თავმდასხმელს, თავიდან სწორედ ეს ვიყავი და შემდეგ, როგორც შემტევ ნახევარმცველს, ცხოვრების მიზნად მეკარეთა შერცხვენა მქონდა დასახული; მათზე დომინირება მსურდა, შეცდომაში შეყვანა მსურდა. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ სურთ მეკარეობა. ძალიან რთული პოზიციაა იმისთვის, რომ კარგად ითამაშო.
ეს ნიშნავს, რომ კარგს უნდა მოეჭიდო. სირცხვილი იქნება თუ დე ხეა "იუნაიტედს" დატოვებს, რადგან მას აქვს იმის პოტენციალი, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო მეკარე გახდეს.
წყარო:
independent