"აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური შიშობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იასპერ სილესენის შეძენას ეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი 26-წლის კიპერის მიმართ, დაკავშირებულია დევიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერთან, რომლითაც "რეალი" სერიოზულად ინტერესდება. ამ გარიგებაში, დეპაის ტრანსფერის მსგავსად, უმთავრეს როლს ლუი ვან გაალი ითამაშებს, რომელიც ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში სილესენის მწვრთნელი გახლდათ.
დე ბურის თქმით, "აიაქსი" ყველაფერს იღონებს იასპერსის შესანარჩუნებლად, მაგრამ თუ "იუნაიტედი" ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს, მაშინ "აიაქსი" წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, სილესენის შენარჩუნება, მაგრამ თუ "იუნაიტედი" გადაწყვეტს, რომ გადაიხადოს გარკვეული თანხა, მაშინ კლუბი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება."
"მაწუხებს თუ არა არსებული სიტუაცია? მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ მე ვხედავ რეალურ საფრთხეს" - განაცხადა ფრანკ დე ბურმა "Daily Mirror"თან ინტერვიუში.