თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2015, 18:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2114,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" "ჩელსისა" და "სიტის" უნდა გაუტოლდეს"
პოლ სქოულზი "იუნაიტედს" ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდად არ თვლის.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ "წითელმა ეშმაკებმა" 4-5 ფეხბურთელი უნდა შეიძინონ, რათა უფრო მეტის პრეტენზია ჰქონდეთ, ვიდრე მეოთხე ადგილია.

ლეგენდარულ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით "იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" კონკურენციას ვერ გაუწევს.

"ვფიქრობ, სამი-ოთხი ფეხბურთელის შეძენას აპირებენ. ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, შესაძლოა მეკარეც, ტოპ-კლასის თავდამსხმელი და ალბათ, ფლანგის ფეხბურთელიც - ასე რომ, 5 მოთამაშე გამოვიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი გუნდების წინააღმდეგ დიდ მატჩებში ვიხილეთ და ძალიან ცუდად არ თამაშობდა. შესაძლოა, დიდი გუნდების წინააღმდეგ უკეთაც თამაშობდა და თუ ამ სტაბილურობას პატარა გუნდებთანაც გადაიტანს, მაშინ, იქნებ, ჩემპიონობის შანსიც გაუჩნდეთ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დიდი გზა უნდა განვლოს, რათა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" გაუტოლდეს - ეს ვიცით. მათ დონემდე დიდი მანძილია, რის შემცირებას ზაფხულში უნდა ეცადნონ",
- განაცხადა სქოულზმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
21 მაი 2015 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
pol exla nu atrakeb shen raa.... Aqet dagvewion tu undat... Chvens donemde verc chelsi da verc mitumetes siti ver mova da eg 2 sezoni rom droebitia shenc kargad ici....
0
№2
ავტორი: Count Alucard
21 მაი 2015 19:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რა დრო დაგვიდგა სიტის და ჩელსის დონემდე მისვლა, რომ გვინდა areyoukiddingme აქეთ ოცნებობდა ყველა ჩვენ დონემდე მოსვლას.
0
№3
ავტორი: rezimankunia
21 მაი 2015 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Pol golfs miaweqi jobia
0
№4
ავტორი: Memphis_Depay
21 მაი 2015 20:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ჰუმელსი ან ჰიოვედესი
კარვახალი ან კლაინი
გიუნდოგანი ან სტროტმანი
როისი ან ბეილი
ჰიგუაინი ან კეინი

love
აი ეს 5 ტრანსფერია ჩემი აზრით გასაკეთებელი smile
0
№5
ავტორი: GeorgeBest
21 მაი 2015 20:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგის წასვლის მერე საჩემპიონო კი არ აოთხეულის გუნდადაც არ ვითვლებით რო რამე. წე3ლს მამენტ ბევრად მეტი შეეძლოთ მარა ისევ დე ხეა ვეღარ უშველის გუნდს

ვან გაალმა რამდენჯერმე თქვა საჭირო ხალხს მოვიყვანთო და ეჭვი არ მეპარება ტრანსფერები დაიდება და თან სერიოზული
0
№6
ავტორი: Best 7
22 მაი 2015 00:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ra dro dagvidga:/
0
№7
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2015 08:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ მოგვწონს ეს სიტყვები, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩემპიონი არასტაბილური ფეხბურთით ვერასდროს გახდები, სხვები კი ამას ჩვენზე უკეთ ახერხებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: AkkRed
22 მაი 2015 11:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბოლო რამოდენიმე წელიწადია გვჯობნიან, მაგრამ ადრე ფერგის გენიალურობით ვახწევდი წარმატებას ახლა კი კლასის ხარჯით მოგვიწევს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top