"ბორუსიას" ცენტრალურ მცველ მატს ჰუმელსს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგება არ სურს და თავის მომავალს კვლავ დორტმუნდულ კლუბს უკავშირებს.
26-წლის მცველი ლუი ვან გაალის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ითვლებოდა და არც თავად ფეხბურთელი მალავდა ახალი გამოწვევის მიღების სურვილს.
თუმცა ავტორიტეტული გამოცემა Kicker ირწმუნება, რომ მატსმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის გადაწყვეტილება შეცვალა და გერმანიაში დარჩენას ამჯობინებს.
"მატსი თავის მომავალზე დაფიქრდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩვენს მომავალს სწორედ მას ვუკავშირებთ", - განაცხადა "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ზორკმა.