თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2015, 15:22
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1968,
კომენტარები: 7
უორდი: "სტერლინგი არ დარჩება"
რაჰიმ სტერლინგის აგენტი მის კლიენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უორდი:
ახალგაზრდა ინგლისელი შემტევის, რაჰიმ სტერლინგის აგენტი აცხადებს რომ რაჰიმი არც ერთ შემთხვევაში არ მოაწერს კონტრაქტზე ხელს, იმ შემთხვევაშიც თუ მას კვირაში 900.000 ფუნტს შესთავაზებენ. ამ განცხადებას ეიდი უორდი სტერლინგისა და "ლივერპულის" თავკაცობის თათბირამდე 24 საათით ადრე აკეთებს, სანამ ოფიციალური განცხადება იქნება გავრცელებული.

"მე არ მანაღვლებს კლუბის პიარი და კლუბის სიტუაცია." აცხადებს უორდი. "ის არავითარ შემთხვევაში არ მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს 700.000, 800.000 ან 900.000 რომც შესთავაზონ. ის უბრალოდ არ მოაწერს. ჩემი სამუშაოა ის რომ კლიენტებს საუკეთესო შევთავაზო. თუ კი ვინმე იტყვის რომ სამსახურს ცუდად ვასრულებ, ესე იგი მათ ცუდი რჩევა მივეცი."

ჭორები სტერლინგის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრენდან როჯერსმა ვერ შეძლო მისი დარწუმენება, იმის თაობაზე, რომ მას ფინანსურადაც და სათამაშო პრაქტიკის მხრივ დააკმაყოფილებდა.

მიუხედავად იმისა რომ უორდს ბევრი ყოფილი ლივერპულელი აკრიტიკებს, იგი თავს საუკეთესო მრჩევლად მიიჩნევს. მის კლიენტთა სიაში საიდო ბერაჰინოც შედის. ჯეიმი კარაგერი კი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სტერლინგსა და მის აგენტს მკაცრად აკრიტიკებს.

"ენას კბილი დააჭირე" და "ითამაშე ფეხბურთი" - ეს ის წინადადებებია, რომელიც ჯეიმიმ განაცხადა სტერლინგის მიმართ მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ აპირებდა.

"კარაგერი უბრალოდ ჭიკარტია. ყველამ იცის ეს." აგრძელებს სტერლინგის აგენტი. "ნებისმიერი ადამიანის კრიტიკა, თუნდაც "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელებისა, სულაც არ მაღელვებს მე. ეს უმნიშვნელოა."

წყარო: Mirror


ისურვებდით სტერლინგს "იუნაიტედში" ?

დიახ
არა

ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
21 მაი 2015 15:26
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მოიყვანეთ love
0
№2
ავტორი: AkkRed
21 მაი 2015 15:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კი ბევრი გყვავს ვინგერი გუნდში მაგრამ ასეთი ტალანტის დაკარგვა ძაან ცუდი იქნება.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
21 მაი 2015 17:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კარაგერ wink ჩვენთანაც რომ არ მოვიდეს მარტო ისიც გამიხარდება, რომ იმ სოროდან წავა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: VaRdo
21 მაი 2015 17:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
წადი წადი მაგ სასირეთიდან. უფრო დაგაფასებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Malboro463
21 მაი 2015 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
4-3-3 ტაქტიკაში კარგად ჩაჯდება
საჭიროა 3-4 ვინგერი გუნდში
0
№6
ავტორი: temo-scholes
21 მაი 2015 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
es chikarta xo su mtlad gamosirda...:D magari gaudzro dzmam imenaa...:D:D ise ki rahimi ashkarag kargi da nichieri axalgazrdaa da tan ingliseli....
0
№7
ავტორი: GeorgeBest
21 მაი 2015 21:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძვირი დაუჯდება ზედმეტად და მარტო ამიტომ არ მინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top