21-05-2015, 16:04
ნანახია: 2390,
კომენტარები: 10
ოტამენდი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვალენსიას” მცველ ნიკოლას ოტამენდისთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა.
არგენტინული მედია Ole ირწმუნება, რომ "ვალენსიას" ცენტრალურმა მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა.
27-წლის ფეხბურთელი ზაფხულს "ოლდ ტრაფორდზე" გაბადაბარგდება, რადგან სატრანსფერო ფასი ესპანურ კლუბთანაც შეთანხმდა.
ოტამენდიმ სულ ახლახან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ხელშეკრულება 2019 წლამდე გაახანგრძლივა და "ღამურები" მასში 35.9 მლნ. ფუნტს ითხოვენ.
წყარო:
mirror
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.