"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის აგენტი იტალიაში გაემგზავრება, რათა "იუვენტუსისა" და "რომას" წარმომადგენლებს შეხვდეს.
ვან პერსის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულს იწურება, ამიტომ დროა ჰოლანდიელმა კლუბთან თანამშრომლობა განაახლოს ან ახალი კლუბის ძიებას შეუდგეს.
მთელი სეზონის განმავლობაში პერსის ტრამვები აწუხებდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მისით დაინტერესებულ კლუბებისთვის. როგორც მოგეხსნებათ, ვან პერსიმ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს უარი განაცხადა "გალათასარაის" და "ფენერბაჰჩეს" შეთავაზებაზე.
TuttoMercatoWeb-ის თქმით, უახლოეს დღეებში პერსის აგენტი იტალიაში ჩაფრინდება და მოლაპარაკებას გამართავს სერია ა-ს წამყვან კლუბებთან.
რობინის მთავარ პრეტენდენტად "იუვენტუსი" მოიაზრება, რომელიც ზაფხულს კარლოს ტევესსა და ფერნანდო ლორენტეს დაემშვიდობება.