"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი აპრილში "ჩელსისთან" დაპირისპირებამდე პრემიერ ლიგის ტიტულთან ახლოს იყო.
ბოლო ტურამდე "წითლებსა" და "ლურჯებს" შორის ქულათა სხვაობა 15-ს შეადგენს, თუმცა ჰოლანდიელს მიაჩნია, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვების შემთხვევაში მის გუნდს ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლო.
ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა: "გთხოვთ, მომისმინოთ. იმ დროს 50 ქულა გვქონდა, ზედიზედ 6 გამარჯვება მოვიპოვეთ, შემდეგ კი "ჩელსის" ვეწვიეთ. და ვინ ითამაშა იმ დღეს უკეთესად? ამ დარბაზში არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, მაგრამ დავმარცხდით.
ის მატჩი დავთმეთ, თუმცა ბურთს სათამაშო დროის 80%-ის განმავლობაში ვფლობდით და 10 საგოლე მომენტი შევქმენით, მაშინ, როცა მათ მხოლოდ სამი მომენტი ჰქონდათ. სამი ქულა რომ აგვეღო, ტიტულისთვის ვიბრძოლებდით. ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით", - განაცხადა ვან გაალმა.