ლუი ვან გაალისა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დაპირისპირება ჰოლანდიელი მწვრთნელის გამარჯვებით დასრულდა და ლუკ შოუ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად არ იასპარეზებს.
ლუი ვან გაალმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სურდა, ლუკ შოუს ტურნირზე მონაწილეობა არ მიეღო.
მისი მტკიცებით, ახალგაზრდა მცველმა მიმდინარე სეზონში თავისი ლიმიტი ამოწურა და ახლა დასვენება სჭირდება.
თუმცა გარეტ საუთგეითის გუნდში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთი ფეხბურთელი მაინც მოხვდა. ჯესი ლინგარდი ჩეხეთში თავისი ქვეყნის ახალგაზრდული გუნდის ღირსებას ჰარი კეინთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად დაიცავს.