პრესის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას შემცვლელად ჰოლანდიელი კიპერის, იასპერ სილესენის კანდიდატურას განიხილავს.
ლუი ვან გაალი არ გამორიცხავს, რომ "იუნაიტედის" ორ-გზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" გადავა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი უგო ლორისისა და პეტერ ჩეხის ვარიანტს განიხილავდა, მისი არჩევანი საბოლოოდ სილესენზე შეჩერდა.
26-წლის კიპერი დაახლოებით 25 მლნ. ფუნტი ეღირება და მას რეკომენდაცია "იუნაიტედის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ფრანს ჰუკმა გაუწია.
The Sun-ი დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" დე ხეას ახალი კონტრაქტის მიხედვით ხელფასის სახით კვირაში 250 ათასი ფუნტი შესთავაზეს, რაც 100 ათასით აღემატება "რეალის" მიერ შეთავაზებულ თანხას.
მიუხედავად ასეთი სხვაობისა, დავიდი "ოლდ ტრაფორდს" ზაფხულში დატოვებს.