ლუი ვან გაალი გულშემატკივარს დაპირდა, რომ ზაფხულში ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდი გააძლიეროს და ფეხბურთელების შერჩევისას სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
"ზაფხული ყოველთვის დაკავებულია. არ ვფიქრობ, რომ გუნდში მთელი შემადგენლობის დატოვებაა საჭირო, რადგან, როცა ახალ ფეხბურთელს იძენ, სხვა სტიმული გეძლევა და ეს გჭირდება.
ჩვენი შემადგენლობა დაბალანსებული არ არის და მეოთხეზე გავედით, მაგრამ ჩვენ ჩემპიონობა გვინდა. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში შემადგენლობის ბალანსზე, მაგრამ ასევე საჭიროა გავაუმჯობესოთ ჩვენი შემადგენლობა, რათა ჩემპიონობას მივაღწიოთ. ზოგი ფეხბურთელისთვის ცუდი ზაფხული იქნება, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსმა გუნდმა ეს უნდა გააკეთოს.
გულშემატკივარი ჩემპიონობას ითხოვს და ასევე ხელმძღვანელობაც - ეს უკვე წავიკითხე! მაგრამ რთული იქნება, რადგან პრემიერ ლიგის მოგება ადვილი არ არის. ეს მიმდინარე წელს ნახეთ და ნახეთ ორშაბათს, როცა "ჩელსი" "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ დამარცხდა. პრემიერ ლიგაში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეიძლება დამარცხდე. აქ გაცილებით რთულია, ვიდრე ესპანეთში ან გერმანიაში. მაგრამ მე ყოველთვის მჯერა ფეხბურთელების, საკუთარი თავისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ორგანიზაციის".
როცა ჰკითხეს, გულშემატკივართათვის რამის თქმა ხომ არ სურდა, ვან გაალმა განაცხადა: "მხოლოდ იმას დაგპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბოლომდე ვიბრძოლოთ - მეტი არც შეგვიძლია - და იმასაც გპირდებით, რომ ფეხბურთელების შერჩევისას სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. მოთამაშეები რომ კლუბს ტოვებენ, ბუნებრივია და გულშემატკივარს ეს არ უნდა დაავიწყდეს".