"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა დავიდ დე ხეა ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში დაასახელა სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზის მფლობელად.
დავიდ დე ხეამ გასულ სეზონში ისტორია შექმნა, როცა პირველი მეკარე გახდა, რომელიც კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს დაეუფლა, მიმდინარე სეზონში კი კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა და ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში დაეუფლა ერთსა და იმავე პრიზს.
ესპანელმა თავის თანაგუნდელებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და ფეხბურთელების მიერ საუკეთესო მოთამაშედ არჩევის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალზე მეორე პრიზს დაეუფლა.
ლუი ვან გაალმა და "იუნაიტედის" გულშემატკივარმა სტივენ ქროსმა ერთობლივად გადასცეს პრიზი ესპანელს, მწვრთნელმა კი დავიდს სიტყვით მიმართა: "შენით ძალიან ვამაყობ. შენ უფრო მეტად განავითარე საკუთარი თავი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა. გულშემატკივართა არჩევანს ვეთანხმები. გილოცავ, ამას იმსახურებ".
განცხადება დე ხეამაც გააკეთა: "როგორც მწვრთნელმა თქვა მანამდე, ჩვენ საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს მთელს მსოფლიოში და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ჩვენთან ერთად მოგზაურობენ - ეს ფანტასტიკურია.
ახალგაზრდა ვარ და ყოველ ვარჯიშსა და თუ თამაშზე გაუმჯობესებას ვცდილობ. ყოველთვის ყველას სურს გაუმჯობესება და ვფიქრობ, მე გავუმჯობესდი."