არ არსებობს უკეთესო რამ, ვიდრე "ენფილდზე" გატანილი ლამაზი გოლი და თუ ის გამარჯვების მომტანია, ორმაგად სასიამოვნოა, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მატამ "ლივერპულის" კარში სტუმრად გატანილი თავისი მეორე გოლის წყალობით სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი მიიღო.
ნომინაციაში სულ 10 სხვადასხვა გოლი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ბოლოს 4 მათგანი შემორჩა: უკვე აღნიშნული მატას გოლი, ანდერ ერერას მიერ "იოვილის" კარში გატანილი შორეული დარტყმა, ანხელ დი მარიას მიერ "ლესტერის" კარში გატანილი ტექნიკური გოლი და უეინ რუნის მიერ "ასტონ ვილას" კარში გატანილი ოსტატური ბურთი.
მატამ გამოკითხულდა ხმების 59% მიიღო, დი მარიას გოლი კი მეორე ადგილზე გავიდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. მატჩის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ანხელ დი მარიამ დიდებული პასი მომცა, ჩემი ჩარბენა დაინახა და მინდოდა ერთი შეხებით მეთამაშა - საბედნიეროდ, კარში შევიდა.
როგორც კი "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებ "ენფილდზე" ან "ოლდ ტრაფორდზე", მაშინვე იგრძნობ, რომ ეს განსხვავებული მატჩია. ჩემი აქ მოსვლის შემდეგ საუკეთესო დღე მაქვს. მნიშვნელოვანი გამარჯვება და ძალიან კარგი მომენტი იყო".
მატამ მომდევნო სეზონში თავისი მიზნების შესახებაც ისაუბრა: "გვინდა გავუმჯობესდეთ. ამ სეზონში გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეთებინა და ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდით. მაგრამ მე ამ კლუბს ვიცნობ, როგორც ტიტულებისთვის მებრძოლს და მომდევნო სეზონში ვეცდებით ყველა ტურნირი მოვიგოთ, სადაც მონაწილეობას მივიღებთ".