"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ევერტონის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ფილ ნევილმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონიდან იგი დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ ფილი დევიდ მოიესის თანაშემწე იყო, რომელიც "იუნაიტედს" თავკაცობდა გასულ სეზონში, თუმცა მოიესის გათავისუფლების შემდეგ, ფილმა თავის ძმას, გარის მიბაძა და სამუშაოდ სპორტულ მედიაში წავიდა.
თუმცა, ფილი თავის ამჟამინდელ სამუშაოს ხედავს, როგორც დროებითს და მომდევნო სეზონში სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას გეგმავს.
"ვგეგმავ თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე? - დიახ. იმედი მაქვს, რომ ჩემი გეგმის განხორციელაბას მომდევნო სეზონშივე შევძლებ" - განაცხადა ნევილმა The Telegraph-თან ინტერვიუში.