ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია თავისი გუნდის გულშემატკივრებით, რომლებიც გუნდს წაგებისა და თუ მოგების მიუხედავად უჭერდნენ მხარს და მწვრთნელს ნდობას უცხადებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" ჩემპიონატში რამდენიმე მოულოდნელი მარცხი განიცადა და ორივე სათასო გათამაშებიდან გავარდა.
"რამდენიმე ხნის წინ მკითხეს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას ჩემი ყველაზე დიდი გასახსენებელი რა იყო და ყოველთვის ერთნაირი პასუხი მაქვს - გულშემატკივართა მხარდაჭერა. ეს დაუჯერებელია და ასეთი რამ სხვა კლუბებში არასდროს გამომიცდია.
პირველივე მატჩიდან მოყოლებული, რომელიც "სუონსის" წინააღმდეგ დავთმეთ, მხარდაჭერა დაუჯერებელი იყო. ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი, მეგონა სექტემბერში "ოლდ ტრაფორდზე" საერთაშორისო შესვენების შემდეგ ქპრ-ს წინააღმდეგ მოგებული მატჩის შემდეგ მიმიღებდნენ.
ლიგის თასის პირველივე თამაშში ტურნირს გამოვეთიშეთ, მაგრამ გაკვირვებული ვიყავი, რადგან, როცა ტრიბუნების წინ გავიარე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემდამი და ჩემი ფეხბურთელებისადმი ასეთ მხარდაჭერასა და რწმენას ვიგრძნობდი. ეს მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა - გულშემატკივარი აბსოლუტურად პირველი კლასისაა".