"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელი გარი ნევილი დარწმუნებულია, რომ ვინგერი ანხელ დი მარია კიდევ შეძლებს თავის გამოჩენას "ოლდ ტრაფორდზე" და იმედებს გაამართლებს.
"საინტერესო სანახავი იქნება, რა მოხდება ანხელ დი მარიას შემთხვევაში. ზოგადად, დი მარიასი, როგორც ფეხბურთელის, მჯერა. ჩვენ დიდი ხანი ვაკვირდებოდით მას “რეალში” და შეგვეძლო გვენახა, რომ თამაშის გასაოცარ დონეს აჩვენებდა".
ამ სეზონში მას ნამდვილად გაუჭირდა, მაგრამ, როგორც ფეხბურთელს დრო სჭირდება. საინტერესოა ის ფაქტიც რომ ვან გაალმა ფელაინი, ეშლი იანგი და მატა უკეთ აათამაშა. შეძლებს თუ არა ვან გაალი არგენტინელის შემთხვევაშიც მოახერხოს იგივე? ამას დრო გვიჩვენებს", - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა.