თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2015, 13:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1768,
კომენტარები: 5
სმოლინგი: "ზეიმის მიზეზი არ გვაქვს"
კრის სმოლინგი აღნიშვნის მიზეზს ვერ ხედავს.
სმოლინგი:
კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში "იუნაიტედმა" არ შეიძლება მიზნად ოთხეულში მოხვედრა დაისახოს.

"არსენალის" წინააღმდეგ ნათამაშები ფრის შემდეგ "იუნაიტედს" მინიმალური შანსი ეძლევა, რომ სეზონი მეოთხე ადგილზე მაღლა დაასრულოს და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი თავიდან აიცილოს.

შუა კვირაში, თუ "არსენალი" "სანდერლენდის" დამარცხებას მოახერხებს, ლუი ვან გაალის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ჯფუგურ ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო რაუნდს გაივლიან.

"იუნაიტედი" თავის მეტოქეს 7 აგვისტოს გამართული კენჭისყრის შემდეგ გაიგებს. მატჩები კი 18/19 და 25/26 აგვისტოს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედმა" მეშვიდე ადგილი დაიკავა და მიმდინარე სეზონში სამი ადგილით მაღლა აინაცვლა, კრის სმოლინგი მიღწეულში აღნიშვნის მიზეზს ვერ ხედავს.

"არა, საკმარისად კარგი არ არის. ეს არ არის ის, რასაც ძალიან აღვნიშნავთ. მაგრამ ეს არის ნაბიჯი.

ვიცით, რომ მომდევნო სეზონში მეოთხე ადგილი საკმარისი არ იქნება. "არსენალთან" მატჩის მიწურულს ჩვენი გულშემატკივარი საოცარი იყო, მაგრამ იმედი გვაქვს, მომდევნო სეზონში აღნიშვნისთვის რამე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი მოგვეცემა.

სეზონის მიმდინარეობასთან ერთად, ვუმჯობესდებოდით, მაგრამ "ჩელსი" პირველი დღიდან კარგ ფეხბურთს თამაშობს და ტიტულიც სწორედ მათ მოიგეს.

ხანდახან კარგ ფეხბურთს ვერ აჩვენებდნენ, მაგრამ მაინც იგებდნენ. ისეთ მატჩში, როგორიც ჩვენ "არსენალს" ვეთამაშეთ, "ჩელსი" ნამდვილად გაიმარჯვებდა 1-0-ს",
- განაცხადა სმოლინგმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 მაი 2015 14:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისტორიიდან გამომდინარე ეს ვერავითარ მიღწევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ შარშანდელი სეზონის შემდეგ იმდენი მწუხარება გადავიტანეთ და ისე მოგვენატრა ჩემპიონთა ლიგა, რომ მე პირადად ძალიანაც გამიხარდა, რომ გავედით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
19 მაი 2015 14:41
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მართალია პირველი ტაიმის მიხედვით გვეკუთვნოდა მოგება, თუმცა იმდენად მოგვენატრა ლიგა მთავარია გავედით. იმდეია პლეიფოში ვინმე ძალიან ძლიერი არ შეგვხვდება, რომ გვანერვიულოს.
0
№3
ავტორი: გაბადაძე
19 მაი 2015 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ჩელსი გაიმარჯვებდა აბა რას იზამდა ჩადგამდა კარებში ავტობუსს areyoukiddingme გრანდებთან მასე უჭერს სულ , ჩვენ კიდე წელს მართლაც მშვენივრად ვითამაშეტ გრანდებთან , რასაც ვერ ვიტყვი საშვალო გუნდებთან ,და გამოსასწორებელია შემდეგი სეზონიდან, წელს ოლდ ტარფორდსაც მეტნაკლებად ძველი მრისხანება , მოუთმენლად ველი შემდეგ სეზონს 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Mufc7
19 მაი 2015 16:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
nika_123,
გორის დილა lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
19 მაი 2015 20:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეეძლოთ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრზოლა, ობლო ბოლო ერთი ტიტულის დადება მაინც მარა დონსებს ვერ გაცდნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top