"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მემფის დეპაისგან სწრაფ და დიდ ეფექტს არ ელოდება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და პსვ-მ უკვე მიაღწიეს 21-წლის ვინგერის თაობაზე შეთანხმებას და ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ დეპაი ოფიციალურად გახდება "იუნაიტედის" ფეხბურთელი. თუმცა მას უკვე უწოდებენ "ახალ კრიშტიანუ რონალდუს" და ამიტომ ქომაგი მისგან ბევრს ელოდება. ვან გაალი კი მათ მოუწოდებს არ დაივიწყონ ფეხბურთელის ასაკი და ჩემპიონატთან შეგუების აუცილებლობა.
"გაიგეთ, რომ მემფის დეპაის ვყიდულობთ - ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც ეინდჰოვენის პსვ-ს აღზრდილია. გასულ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე მემფისთან ერთად ვმუშაობდი და მას უდიდესი პოტენციალი აქვს.
გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ დავეხმაროთ მას განვითარებაში, მაგრამ ყველანი მომთმენნი უნდა ვიყოთ. პრემიერ ლიგა ნებისმიერ სხვა ლიგასთან შედარებით რთულია და მას დრო დასჭირდება, რათა სისწრაფესა და ჩემპიონატის ნატურას შეეგუოს", - განაცხადა ვან გაალმა.