"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა კლუბს დე ხეას წასვლის შემთხვევაში ტრანსფერში ბეილის ჩართვისკენ მოუწოდა.
კვირას "არსენალის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ დე ხეა შესაძლოა ზაფხულს მადრიდში აღმოჩნდეს.
"მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს", "ჩელსის" "არსენალს" - ყველას სურს გარეტ ბეილი. ამიტომ თუ "რეალში" საკუთარი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებ, კარგი იქნება სანაცვლოდ ბეილი მიიღო.
რადგანაც დე ხეას მხოლოდ ერთი წელი რჩება მოქმედი კონტრაქტით, "იუნაიტედს" გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუ "რეალი" კარზე დააკაკუნებს და ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. ამაში კი ეჭვი არ მეპარება.
დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელი იყო ამ სეზონში და "იუნაიტედის" ქომაგმა მას დარჩენა სთხოვა. პრესაში გავრცელებული მთელი ეს ჭორები კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ დავიდის წასვლა გარდაუვალია", - განაცხადა ნევილმა.