მემფის დეპაიმ "მანჩესტერ იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
როგორც მოსალოდნელი იყო, 21-წლის ვინგერმა, რომელსაც თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სერიოზული ტრავმა არასდროს გადაუტანია, პროცედურა ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადალახა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და პსვ-მ რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს შეთანხმებას ფეხბურთელის თაობაზე და "იუნაიტედს" 25 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევს, თუმცა ბონუსების სახით სატრანსფერო ფასი დაახლოებით 8 მლნ. ფუნტით მოიმატებს.