ვიქტორ ვალდესმა "არსენალთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თავისი პირველი მატჩის ჩატარების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
გამოცდილმა მეკარემ ტრავმირებული დავიდ დე ხეა შეცვალა და "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივრისგან თბილი დახვედრა მიიღო.
"ძალიან კარგი შეგრძნება იყო. დავიდმა მოედნის დატოვება ითხოვა და შემდეგი, რაც ვიცოდი იყო ის, რომ მოედანზე აღმოვჩნდი. "ოლდ ტრაფორდზე" აღმოჩენა დიდებული შეგრძნებაა, გულშემატკივარი ძალიან თბილად დამხვდა და ამის გამო ბედნიერი ვარ.
შედეგი არ იყო კარგი, რადგან ჩვენ არ გვაძლევდა ხელს. გოლი გამართლების შედეგად გაიტანეს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა. ყველაფერი სწრაფად მოხდა: დავიდი გამოვიდა და არ ვიცოდი რა ხდებოდა, შემდეგ კი ვიღაცამ მითხრა: "ვიქტორ, გადი".
კარგი რამდენიმე თვე გავატარე. ჩემი თანაგუნდელები ყოველთვის მიჭერდნენ მხარს, ასევე მწვრთნელიც. გულშემატკივართა გასაოცარი ჯგუფი გვყავს - გამოხვიდე და დაგხვდნენ ასე, დაუჯერებელი რამ გახლავთ".