ჩვეულებრივ, მატჩის განხილვებს "იუნაიტედის" დაცვის შეცდომების ანალიზით ვიწყევთ ხოლმე, თუმცა პირველ ნახევარში დე ხეას კარის სიახლოვეს ერთი სახიფათო მომენტიც არ შექმნილა. "არსენალის" მოთამაშეებმა, არათუ კარში დარტყმა ვერ მოახერხეს, მათ ერთხელაც კი არ უცდიათ ბურთის კარისკენ გაგზავნა.
რადგან "მეთოფეებმა" ვერაფრის შემოთავაზება ვერ მოახერხეს, მოდით, "წითლების" მიერ შექმნილ მომენტებზე ვისაუბროთ.
30-ე წუთი, გოლი.
იანგის მორიგი მსხვერპლი ბელერინი გახდა. ეშლი ძალიან ხშირად ატყუებდა ესპანელს და სახიფათოდ აწვდიდა, ან თავად იქმნიდა მომენტებს. გოლი სწორედ ინგლისელის ჩაწოდებას მოჰყვა. როდესაც "კრისტალ პალასთან" მოგებულ მატჩის განხილვისას, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომაზე, როდესაც ისინი თავქუდმოგლეჯილნი კარისკენ გარბოდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს დიდ სივრცეებს უტოვებდნენ. სწორედ ასე მოიქცნენ "მეთოფეები", გუშინ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, იანგმა ბელერინი ჯოხად აქცია და სახიფათოდ ჩააწოდა, ბურთი კი დაუცველ "იუნაიტედის" ფეხბურთელს მიუვიდა, ერერამ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში. ყურადღება მიაქციეთ ხუან მატასაც, რომელიც ასევე ძალიან კარგ პოზიციაში იმყოფება. სკრინშოტზე შეგიძლიათ "არსენალის" ფორმაში გამოწყობილი 3 ევანსი იხილოთ.
32-ე წუთი.
გატანილი გოლიდან 2 წუთში, "იუნაიტედს" შეეძლო ანგარიში გაეზარდა. ეშლიმ ბელერინი მოატყუა (დიახ, დიახ კიდევ ერთხელ) და საჯარიმოში შეიჭრა. მატამაც ძალიან კარგი შერბენი გააკეთა და მეურვის გარეშე აღმოჩნდა, სამწუხაროდ იანგმა გადაცემა ოდნავ უკან გააკეთა, რითაც შეტევა ჩაიშალა. ზუსტი გადაცემის შემთხვევაში, კი დიდი ალბათობით ხუანი ადვილად გადაგზავნიდა ბურთს ოსპინას კარში.
45-ე წუთი, ბლინდის დარტყმა.
ბლინდი ზედიზედ ორი შეხვედრაა, გოლის გატანასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ამჯერად მისი დარტყმული სმოლინგმა მოიგერია.
შესანიშნავად გათამაშებული ჯარიმა აუცილებლად გოლით დაგვირგვინდებოდა, რომ არა სმოლინგი. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ბურთი ძელთან ახლოს გაივლიდა და ისე გაეხვეოდა ბადეში. ამჯერადაც იღბალმა "იუნაიტედს" ზურგი აქცია.
მეორე ტაიმი
შესვენების შემდეგ, თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. "არსენალმა" მარჯვენა ფლანგის დარვირთვა გადაწყვიტა, ამიტომ როხოს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწია, რათა ანგარიში არ გათანაბრებულიყო.
63-ე წუთი
უმეტეს შემთხვევებში მარკოსი კარგად მოქმედებდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც, მაგალითად ეს ეპიზოდი:
უნდა ავღნიშნოთ, რომ ჟირუს გადაცემა მესუთ იოზილმა გაუკეთა, რომელიც პირველ ნახევარში შეუმჩნეველი იყო, ეს მეტწილად ბლინდის დამსახურება იყო, რადგან ძალიან ხშირად, მოედნის სხვადსხვა ნაწილში ბლინდი-იოზილის დუელში გამარჯვებული ჰოლანდიელი გამოდიოდა. ამ ეპიზოდში დეილიმ ვერ მოახერხა ვერც გადაცემის ჩაჭრა და ვერც იოზილის შეჩერება, თუმცა მისი დადანაშაულება არასწორი იქნება.
70-ე წუთი
შემდეგი მომენტი სწორედ მარჯვენა ფლანგიდან შეიქმნა, მარკოს როხომ პასი ზურგს უკან გაატარა, თუმცა შეცდომა გამოასწორა და გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. დავიდი მოტყუვდა.
83-ე წუთი, "არსენალის" გოლი.
მატჩის მიმდინარეობისას, ბევრმა გოლის გაშვება ბლეკეტს დააბრალა, თუმცა სულ ტყუილად.
1. რატომ გამოვიდა ბლეკეტი?
როხო დაიღალა და შეცდომებს მოუხშირა, თან მარკოსმა სულ ცოტა ხანია მოიშუშა ტრავმა. ამასთან, ვენგერმა დასვენებული და უსწრაფესი უოლკოტის გამოყვანა გადაწყვიტა, რომელიც მარჯვენა ფლანგს ერთი-ორად გააძლიერებდა.
2. დამნაშავეა ბლეკეტი?
არა! გადაცემის გაკეთების მომენტში ის დამნაშავე ნამდვილად არ არის. ტაილერი არ მოუტყუებიათ, მეტიც მან დაბლოკა ძალიან სახიფათო გადაცემა, რომელიც ჟირუს მისამართით იყო გაკეთებული. კიდევ ერთ ეპიზოდში "არსენალს" ძალიან გაუმართლა, დაბლოკილი გადაცემა კარში ჩაეშვა. ვერც ვიქტორ ვალდესი ვერ მოიმოქმედებდა ამ ეპიზოდში ვერაფერს.
თუკი ეპიზოდის დასაწყისს დავუბრუნდებით, მხოლოდ აქ შეგვიძლია ტაილერის დადანაშაულება. ერთი ნაბიჯის წინ გადადგმით, მომენტი თამაშგარით დასრულდებოდა და არა გოლით.
დასკვნა
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" სეზონი თითქმის დასრულდა. წელი არაერთფეროვანი გამოდგა, თუმცა გულშემატკივარს ოპტიმიზმის და სიამაყის საფუძველს ქვემოთ მოყვანილი ცხრილი აძლევს:
სეზონის ცუდი სტარტი, უღიმღამო თამაში "ავტობუსების" წინააღმდეგ, პრობლემები გასვლით შეხვედრებში - ეს ყველაფერი მოგვარებადი პრობლემებია. მთავარი არის ის, რომ "იუნაიტედმა" კვლავ აჩვენა რეალური ძალა, გრანდების წინააღმდეგ.
ბონუსი
საყაიმო ანგარიშის მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედი" დომინირებდა როგორც ზემოდან....
... ისე ქვემოდან.
სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.