ანდერ ერერა გვარწმუნებს, რომ "იუნაიტედი" მომავალ სეზონში ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონში დასახულ მიზანს მიაღწიეს და ოთხეულში ადგილი მოიპოვეს.
ანდერმა შეძლო და გუშინდელ შეხვედრაში მერვე გოლი გაიტანა "იუაიტედის" მაისურით, რის შემდეგაც განაცხადა, რომ "წითლების" მიზანი მომავალ სეზონში, ყველა ტურნირზე წარმატების მოპოვება იქნება.
"ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან საუკეთესო ოთხეულში ვართ და ეს ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამ სეზონში, მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და შემდეგ სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ წარმოვადგენთ უდიდეს კლუბს ინგლისში და ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ" - აცხადებს ერერა MUTV-თან ინტერვიუში.
ნახევარმცველი ასევე ამბობს, რომ "ოცნებების თეატრი" საუკეთესო ადგილია მისთვის, რომ განვითარდეს, როგორც მოთამაშე.
"მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, ამიტომ მსურს გაუმჯობესება განვაგრძო, რათა ვითამაშო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". თავს ბედნიერად ვგრძნობ. მე სწორ კლუბში ვარ, სწორ ქალაქში და სწორ ქვეყანაში. ჩვენ საუკეთესო სტადიონი გვაქვს და საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს პრემიერ ლიგაში – ჩვენ მათთვის უნდა ვითამაშოთ".
ერერა ასევე მადლობას უხდის გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის არსენალთან შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს მეტოქეს თამაშის გათანაბრების საშუალება მისცეს. ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ გულშემატკივარი ასევე განაგრძობს მხარდაჭერას პრემიერ ლიგის სხვა რთულ მატჩებშიც.
"ვფიქრობ შედეგი დასანანია, რადგან ჩვენ სრულად ვაკონტროლებდით თამაშს შეხვედრის პირველ ნახევარში. მე ვფიქრობ ეს კარგი ნიშანია ჩვენთვის, როდესაც ვთმაშობთ საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერის წინააღმდეგ შეგვიძლია გავიმარჯვოთ."
"დღეს გულშემატკივარი კვლავ დაუჯერებელი იყო. გვინდა მადლობა ყოველდღე გადაგიხადოთ, რადგან ისინი ყოველთვის გვიჭერენ მხარს, მაშინაც კი თუ ცუდად ვთმაშობთ."