გარეტ ბეილს მადრიდის "რეალის" დატოვება სურს და მისი ტრანსფერი მსოფლიოს მეორე რეკორდული შენაძენი იქნება.
უელსელი ფეხბურთელის წარმომადგენლები ფლორენტინო პერესს დაპირდნენ, რომ ბეილის ტრანსფერში იმავე თანხას მიიღებდა, რაც 2013 წელს "ტოტენჰემიდან" მის გადაბირებაში გადაიხადა - 85 მლნ. ფუნტს.
ბეილისთვის კი პრემიერ ლიგაში დაბრუნება მიმზიდველი წინადადებაა, რადგან მისით ისეთი კლუბი ინტერესდება, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". "რეალის" მოთამაშის შეძენა "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისაც" სურთ, მაგრამ ვერ შეძლებენ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფინანსური წინააღმდეგობა გაუწიონ, რადგან ედ ვუდვორდმა 2013 წელს აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დაკავების შემდეგ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ სწორედ ბეილი დაისახა და მას შემდეგ ყველა ღონეს ხმარობს, რათა ფეხბურთელი გადაიბიროს.