ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" "არსენალის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ გულშემატკივარს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
სეზონის ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ფართო აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა და ქომაგისადმი თავისი დამოკიდებულება არ დამალა.
"ძვირფასო გულშემატკივარნო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, გულშემატკივრებს, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩემი შტაბისადმი რწმენის გამო.
საოცრები იყავით, განსაკუთრებით ჩემთვის. მინდა ამის გამო მადლობა გადაგიხადოთ და მომდევნო წელს ისევ შევხვდებით. მშვიდობით!"
მოგვიანებით, როცა ჟურნალისტებს ესაუბრა, ვან გაალმა შემდეგი რამ განაცხადა: "საოცარია. გულშემატკივართა სითბოს ვგრძნობ და ეს მომწონს. ისინი ყვირიან, ტაშს უკრავენ... სხვა კლუბებში ასეთი გამოცდილება არასდროს მიმიღია.
გულშემატკივარი ისეთი ფანტასტიკური იყო. და წარმოიდგინეთ მათი რეაქცია, როცა ჩემპიონები გავხდებით".